LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი მარიო ტესტინოს ობიექტივში

26

მარიო ტესტინომ თავის ცნობილ კოლექციას, სადაც პოპულარული ადამიანები აბაზანის პირსაწმენდებში არიან გამოსახულები, ახალი მასალა შემატა. ცნობილი ფოტოგრაფის ობიექტივში ამჯერად ესპანელი ლამაზმანი, პენელოპა კრუსი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, მარიო ტესტინოს შთაგონების წყარო ელიზაბეტ ტეილორის 1992 წელს გამოქვეყნებული ფოტოები გახდა. მას შემდეგ ცნობილი ქალბატონები მის ამ იდეას იზიარებენ და ცნობილი ფოტოგრაფის კადრში პერიოდულად ხვდებიან,

პროექტს Towel Series ჰქვია და ისევე, როგორც ბევრმა სხვა ლამაზმანმა, მანაც პირსახოცში იპოზიორა. ფოტო ტესტინოს „ინსტაგრამზე“ სერიული ნომრით 123 გამოჩნდა.

შესაბამისი მასალა ესპანურ Vogue-ში გამოქვეყნდება. ჟურნალის გარეკანისთვის ფოტოგრაფმა ვარსკვლავი არანაკლებ პიკანტურ ფორმაში გადაიღო – ვნებიან ესპანელ ვარსკვლავს მაქმანებიანი ბოდე აცვია, ერთ მხარზე კი მუნდირი აქვს მოსხმული.

21112016penelope_2

21112016penelope_3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები