ავტომობილების ბრენდი, „ფერარი“ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი საავტომობილო მარკაა, ეს კი მრბოლელ ენცო ფერარის დამსახურებაა. სწორედ მის შესახებ იღებენ ახლა ბიოგრაფიულ ფილმს, სადაც ენცოს როლს ადამ დრაივერი მოირგებს, მისი მეუღლის როლში კი პენელოპა კრუსი მოგვევლინება.
სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ფილმის, „ფერარის“ გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოებიც გავრცელდა. ამჯერად პაპარაცების ობიექტივში შეუდარებელი პენელოპა მოხვდა, რომელმაც, ლაურად გარდასახვა ბრწყინვალედ მოახერხა.
მან 50-იანი წლების იმიჯი მოირგო. როლისთვის კრუსმა თმა შავად შეიღება და ვინტაჟური კაბაც შესანიშნავად მოიხდინა. ჯერჯერობით ფილმის შესახებ მეტი არაფერია ცნობილი.