LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პელტცი-ბექჰემი, როგორც მონტეკი-კაპულეტი“ – „ჰელოუინის“ კოსტიუმით ყველაფერი ნათქვამია

136
page

ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველზე აქტუალური ჰოლივუდური დაპირისპირება რძალ-დედამთილის, ნიკოლა პელტცისა და ვიქტორია ბექჰემის „ფარული მტრობაა“. მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინის მეუღლე დედამთილის ჩვენებას დაესწრო, ვიქტორიამ კი რძლის ფოტო გაავრცელა, ტაბლოიდების განცხადებით, მათ შორის დაძაბული ურთიერთობა კვლავ ნარჩუნდება.

ვიდეო: იდილია თუ ჭორების გაქარწყლების აქტი – რძალ-დედამთილის შეხვედრა და ვიქტორია ბექჰემის რეაქცია ვაჟის დანახვაზე

აღნიშნული მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა ახლად დაქორწინებული წყვილი „ჰელოუინის“ კოსტიუმმა. 27 წლის ნიკოლამ ჯულიეტას „ლუქი“ მოირგო, 23 წლის ბრუკლინი კი რომეოს აბჯრით გამოჩნდა. ფოტომ, რომელიც მილიარდერმა ნიკოლამ „ინსტაგრამ  სთორიში“ გაავრცელა, დიდი გარჩევები გამოიწვია.

„პელტცი-ბექჰემი, როგორც მონტეკი-კაპულეტი“, „ამით წყვილმა ყველაფერი თქვა“„თანამედროვე რომეო და ჯულიეტა“, – წერენ კომენტარებში.

ვიკტორია ბექჰემი რძალზე გაცეცხლებულია და აინტერესებს, რატომ ავრცელებს ის უსაფუძვლო ჭორებს

„იგნორს მიკეთებდა“ – ბექჰემების მილიარდერი რძალი დედამთილზე ღიად ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები