პელეს ბიჭმა 13 წელი ციხე აიკიდა. ნარკოტიკებით ვაჭრობამ ასე იცის.
სახელიანმა მამიკომაც ვერ უშველა.
ედინიომ ასეთი საშინელი სასჯელი ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო მიიღო. ფეხბურთის მეფის პელეს შვილი პროფესიულ დონეზე თამაშობდა ფეხბურთს და მეკარე იყო.
პირველად ის სამართალდამცავთა ზედამხედველობის ქვეშ 2005 წელს მოხვდა, მაგრამ მაშინ აპელაცია შეიტანა. 2014 წელს სასამრთლომ 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ ვადა 12 წლამდე და 10 თვემდე შეუმცირეს.
„მე არასოდეს ვყოფლვარ ფულის გათეთრებასთან კავშირში“, – განაცხადა პოლიციის განყოფილებაში ედინიომ.
ექსმეკარემ აღიარა, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები ქონდა, მაგრამ ბოლო წლები აღარ იყო მომხმარებელი.
ედინიო პელეს პირველი ქორწინებიდან ყავს.
ის გამოდიოდა „სანტოსში“, „პონტე პრეტაში“, „პორტუგეზა სანტისტაში“.