LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პელე ბლატერისგან სიმართლის თქმას ითხოვს

9

მსოფლიოს ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა პელემ  ფიფას შიგნით არსებული სიტუაციაზე ისაუბრა.

როგორც იცითმ, პელე ფიფას ფეხბურთის განვითარების კომიტეტის მრჩეველია, თუმცა აღნიშნული კომიტეტის წევრები მნიშვნელოვანი თემების განსახილველად უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეკრებილან. მისი თქმით ზეპ ბლატერმა აღნიშნული სიტუაციის შესახებ სიმართლე უნდა თქვას.

„ბეკენბაუერთან ერთად ფიფას დასახმარებლად მოგვიწვიეს. ორი ან სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდით, ამიტომაც ბოლო დროინდელი მოვლენების ხილვა ძალიან საწყენია.

არ ვიცი, სინამდვილეში ორგანიზაციაში რა ხდება. უამრავი ჭორი არსებობს. ბოლო მოვლენების ფონზე ბლატერმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მხოლოდ სიმართლე უნდა თქვას“, – დაასრულა ბრაზილიელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები