LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა

146
1566939470688939

თბილისში, 27 აგვისტოს, პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. ინფორმაციას ბრალდებულის ადვოკატი ავრცელებს. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს, დანაშაულის ჩადენის მომენტში კი შეურაცხადი იყო.

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

სასამართლომ ბრალდებულ ქალს სამწლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა და შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ თუკი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, მან სამ წელზე ადრე შეიძლება დატოვოს ფსიქიატრიული დაწესებულება

ბრალდებულს პროკურატურა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვნის, ცივი იარაღით დაზიანების მიაყენება  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალვას ედავებოდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობდა, ხოლო დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები