პეკინში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აეროპორტი აშენდება. მისი ფართობი 47 კვადრატული კილომეტრი იქნება. ამ მომენტისთვის უკვე აღმართულია აეროპორტის კარკასი, რასაც მილიონ ნახევარი კუბამეტრი ბეტონი და 52 000 ტონა ფოლადი დასჭირდა. იგეგმება, რომ ახალი აეროპორტი 45 დან 130 მილიონამდე მგზავრს მიიღებს წელიწადში.
აეროპორტის მშენებლობა სახელწოდებით დასინ ზაჰ ჰადიდი, 2015 წელს დაიწყო, დასრულება კი 2019 წელს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ღირებულება 80 მილიარდი იუანია.
ამ დროისათვის, მსოფლიოს ყველაზე მსხვილ აეროპორტად ოფიციალურად აღიარებულია ჰარტსფილდ-ჯექსონის აეროპორტი, რომელიც ჯორჯიას შტატში მდებარეობს. მისი ყოვლწლიური მგზავრთ ბრუნვა 92 მილიონი ადამიანია.