LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინში მსოფლიოში უდიდესი და ყველაზე ექსტრავაგანტული დიზაინის აეროპორტი გაიხსნა

552
67376041-369027297142322-1455727676911255552-n

პეკინში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნა. აეროპორტის ფართობი 700 ათასი კვადრატული მეტრია, მთლიანობაში კი მას 1,4 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობი უკავია. ახალი დასინის აეროპორტი პეკინის ცენტრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის ცენტრიდან ახალ აეროპორტამდე ჩქაროსნული მატარებლით მისვლას 20 წუთი დასჭირდება.
ოფიციალურად რეისებს ის 30 სექტემბრიდან შეასრულებს. აეროპორტს დღეში 100 მილიონი მგზავრის მიღება შეუძლია.

დასინის საერთაშორისო აეროპორტი ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პირადად გახსნა. აეროპორტს რვა ასაფრენი ბილიკი აქვს, რომლებიც 2024 წლამდე სრულად ამუშავდება. ტერმინალს ექვსქიმიანი ვარსკვლავის ფორმა აქვს. შენობის ექვსივე ფრთა ტრადიციულ ჩინურ კულტურას ეძღვნება. მათ შორისაა აბრეშუმი, ჩაი და ფაიფური.

აეროპორტის დიზაინის ავტორი ერაყელი ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდია. შენობაში უამრავი რესტორანი, კაფე-ბარი, მაღაზიები, შოპინგ-ცენტრები და სასტუმროები იფუნქციონირებს. აეროპორტის მშენებლობა ოთხი წელი გრძელდებოდა და მისი აშენება მთლიანი ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯების გათვალისწინებით ჩინეთს 400 მილიარდი იუანი დაუჯდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები