LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინმა „ბაზრობის კლასტერის“ გამო უსაფრთხოების დონე გაზარდა: სკოლები დაიხურა, ქალაქიდან გასვლა აიკრძალა

96
merlin-173522325-e751f262-981e-4d55-8f06-e1fe9021a985-articleLarge

პეკინმა უსაფრთხოების ზომები გაზარდა. სამშაბათს ქალაქში ყველა სკოლა და სასწავლებელი კვლავ დაიხურა. გარდა ამისა, პეკინში ჩინეთის სხვა რეგიონებიდან ტურისტული ჯგუფების ჩასვლა აიკრძალა.

პეკინის მოსახლეობას ეპიდოლოგიურ სიტუაციის გაუარესების გამო ქალაქის დატოვების უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლიათ.

ქალაქში აიკრძალა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან 31 პეკინში დაფიქსირდა.

კორონავირუსის ახალი აფეთქება პეკინის უდიდესი ბაზრობიდან „სინფადიდან“ დაიწყო. ბაზრობაში კორონავირუსი გასულ კვირას დაფიქსირდა და მას მერე ასობით დაინფიცირებული გამოვლინდა. „ბაზრობის კლასტერი“ ქვეყანაში ყველაზე საშიშად არის მიჩნეული.

პეკინის 11 რეგიონში კარანტინია გამოცხადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები