Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
პეკინის ქუჩაზე ველობილიკზე გადასვლისთვის ფეხით მოსიარულეებიც დაჯარიმდებიან – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩაზე ველობილიკზე გადასვლისთვის ფეხით მოსიარულეებიც დაჯარიმდებიან

102

პეკინის ქუჩაზე რეაბილიტაციის შემდეგ მოწყობილ “ბას ლეინსა” და ველობილიკზე არადანიშნულებისამებრ მოძრაობისთვის, ავტომობილის მძღოლებთან ერთად, ჯარიმები ქვეითებსაც ელით.

ქვეითები, რომლებიც არ გაითვალისწინებენ, რომ ბილიკი არა მათი, არამედ ველოსიპედით მოსიარულეებისთვისაა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაჯარიმდებიან.

როგორც კოდექსშია მითითებული, ქვეითების მიერ, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა 10 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

რაც შეეხება მძღოლებს, “ბას ლეინის” და ველობილიკის გადაკვეთისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფოტოსურათი, სადაც ფეხით მოსიარულე ველობილიკზე გადაადგილდება და შესაბამისად, აღნიშნულ რეგულაციას არღვევს, პეკინის რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისის მერიამ გაავრცელა.