LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩაზე შიშველი მამაკაცი ისევ გამოჩნდა

191

სოციალური ქსელი, ორი თვის მერე, ისევ პეკინის ქუჩაზე მოსეირნე შიშველი მამაკაცის ფოტოთი აჭრელდა.

ფოტოზე ჩანს, რომ მამაკაცი ქუჩაში წინდებისა და ფეხსაცმლის ამარა გადაადგილდება, ტანსაცმელი კი ხელში უჭირავს. სურათი დღეს არის გადაღებული.

რა მიზნით გამოვიდა მამაკაცი ქუჩაში შიშველი, უცნობია.

შეგახსენებთ, პეკინის ქუჩაზე ეს შიშველი მამაკაცის გამოჩენის პირველი შემთხვევა არ არის. შიშველი მამაკაცი იმავე ქუჩაზე 2 თებერვალს გამოჩნდა – ზუსტად იგივენაირად: ხელზე გადაკიდებული ტანსაცმლით, იგივე ფეხსაცმლითა და წინდებით.

2 თებერვალს, შსს-მ მამაკაცი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 200 ლარით დააჯარიმა.

დღევანდელი ფოტო ერთ-ერთმა პირველმა, გოდერძი შარაშიამ გაავრცელა. როგორც ის წერს, სურათი თავად გადაიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები