LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხნენ

165
yachagoba_pekinii

პეკინის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთხელ გაისროლეს, რის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამნაშავე პირების დადგენა-დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატოიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, პეკინის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გიროს” დაყაჩაღება სცადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები