LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩა ზაფხულში გადაიკეტება

200

პეკინის ქუჩა ზაფხულში გადაიკეტება, როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება, პარალელურად კი რამდენიმე ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა.

მერის ინფორმაციით, ზაფხულში კაპიტალურად შეკეთდება პეკინის ქუჩა – შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. საგზაო სამუშაოები ჩატარდება ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, ირბახის, წურწუმიას, ზურაბიშვილის, ფეიქრების, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, პეკინის, ქიზიყის, გარეჯის, მონადირის, ამაღლების, ჭიჭინაძისა და ცაიშის ქუჩებზე, ასევე, თელავის ქუჩის ნაწილზე. ასევე, კეთილმოეწყობა „ლაგუნა ვერესთან“ მდებარე გზა და გარდაბნის გზატკეცილი, სადაც საგზაო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები