LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის გამზირზე ავტომანქანა საიუველირო მაღაზია „მანდარინას“ შესასვლელს დაეჯახა

68
654564

პეკინის გამზირზე ავტომანქანა საიუველირო მაღაზია „მანდარინას“ შესასვლელს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია მაღაზიის შესასვლელი მინის კარი და ჯებირი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი