თურქული ავიაკომპანია Pegasus 13 ივნისიდან საერთაშორისო ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირველი რეისი გერმანიის მიმართულებით შესრულდება, შემდეგ კი თურქეთიდან ფრენები ეტაპობრივად აღდგება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე Pegasus-ი ფრენებს შემდეგ ქვეყნებში განახორციელებს: გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია და საფრანგეთი.
შეგახსენებთ, Pegasus Airlines-მა საერთაშორისო ფრენებამდე, შიდა ფრენები აღადგინა. პირველი რეგულარული რეისი სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან იზმირის მიმართულებით, ადგილობრივი დროით, 10:15 საათზე, 1 ივნისს შეასრულა.
თურქეთმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 28 მარტიდან შეწყვიტა.