Pegasus Airlines ბათუმის მიმართულებით რეისების განხორციელებას იწყებს.
თურქული ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ Pegasus Airlines სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 7 მაისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში 2 სიხშირით: ორშაბათსა და პარასკევს განახორციელებს.
Pegasus Airlines ბაზრებულია სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში (SAW) და შესაბამისად, ბათუმის მიმართულებით რეისების სწორედ SAW-დან შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ს ბათუმის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები დღემდე არ შეუსრულებია. ავიაკომპანია ამ დროისათვის სტამბოლიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით დაფრინავს.