LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედრომ ბარსა თბილისში დატოვა

27

პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონის, ლონდონის ”ჩელსის” ახალწვეულმა პედრო როდრიგესმა „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ ისაუბრა.

„ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. კლუბში, რომელმაც ასეთ ფეხბურთელად ჩამომაყალიბა, უამრავი წელი გავატარე. აქედან წასვლა უფრო რთული აღმოჩნდა.

არაერთი უძილო ღამე მქონდა. ჩემი შვილების მომავალზეც ვფიქრობდი, არ ვიცოდი, რომელ სკოლაში ესწავლათ მათ. ეს ყველაფერი დისკომფორტს მიქმნიდა.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ლუის ენრიკეს ჩემი პოზიცია ვაცნობე, ვუთხარი, რომ დარჩენას არ ვაპირებ. მან ჩემი გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დამიჭირა.

რთული იყო იმის მიღება, რომ სუპერთასის სასტარტო შემადგენლობაში არ ვითამაშებ. ჩემი გოლის შემდეგ ნამდვილად გავღიზიანდი. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მივიღე“, – განაცხადა პედრომ.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის პედრო ”ჩელსიში” 20 აგვისტოს 26 მილიონ ევროდ გადავიდა და ”არისტოკრატებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები