კანის რიგით 72-ე ფესტივალის ფარგლებში ანტონიო ბანდერასმა და პენელოპა კრუსმა პედრო ალმადოვარის ახალი ფილმი „ტკივილი და დიდება“ წარადგინეს. ფილმის პრესკონფერენცია წვიმიან ამინდს დაემთხვა, ამის მიუხედავად, დაგეგმილი ფოტოსესია გეგმის მიხედვით ჩატარდა.
45 წლის პენელოპა კრუსი ბრწყინავდა ნაცრისფერ კლასიკურ კაბაში, ანტონიო ბანდერასი კი, ჯინსებში იყო გამოწყობილი. განსაკუთრებულად თბილი გამოდგა სამეულის ერთობლივი ფოტოები. ცნობილია, რომ პედრო, პენელოპა და ანტონიო წლებია მეგობრობენ.