ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრინციპია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში ინვესტირება კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების წახალისებასაც ხელს შეუწყობს.
როგორც მამუკა ბახტაძე ამბობს, განათლების სექტორი გახდება დომინანტი ქართულ ეკონომიკაში და ის 10-11%-იან წილს დაიკავებს.
“ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.