LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგების მხრიდან ბავშვზე ძალადობისა და თანატოლებს შორის ბულინგის შემთხვევები ხშირია – UNICEF

181

“საქართველოს  109 სკოლაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად შემაშფოთებელი ვითარება გამოვლინდა – ძალიან ხშირია, როგორც მასწავლებლის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევები, ასევე ბულინგი თანატოლებს შორის,” – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კომუნიკაციის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ, განაცხადა.

მაია ქურციკიძის ინფორმაციით, ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან სკოლებში ცალსახად იკვეთება ყვირილი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა. მისივე თქმით, სკოლებში ასევე დაბალია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ და მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში.

“ხშირად არ არის გამიჯნული დისციპლინური ზომები და ბავშვთა მიმართ ძალადობა. ჩვენი რეკომენდაციაა, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხები ინტეგრირებული იყოს მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებში,” – განაცხადა მაია ქურციკიძემ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი სახალხო დამცველის ინიციატივითა და UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები