LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: „ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ამ მომენტისთვის საკმაოდ დაბალია“

127
Untitled design

„საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ ჰქოდეს იგივე პოზიცია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორიც ევროკავშირს აქვს“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია:

„ჩვენ ვმუშაბთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, რომ თანხვედრის მაჩვენებელი თანდათან გაიზარდოს, რათა იმ დროისთვის, როდესაც დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დრო, მისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის იდენტური იყოს. ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, თანხვედრის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. პოზიციურია ის, რომ ეს მაჩვენებელი იზრდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები