LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრულს გამოვექეცი, გამოვძვერი და აქციაზე შემოვიპარე – დავით აქუბარდია

836
Screenshot-2

ტელეჟურნალისტი დავით აქუბარდია აქციაზე იმყოფება.

მან “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის პატრულს გამოექცა და აქციაზე შემოიპარა.

“პატრული არ მიშვებდა, მოვატყუე და გამოვძვერი. პატრულმა სხვა ეკიპაჟს შეტყობინება გადასცა არ გაატაროთ აქუბარდიაო, მაგრამ მაინც შემოვიპარე”, – განაცხადა დავით აქუბარდიამ.

როგორც მან განმარტა, აქციაზე ტელევიზიის თანამშრომლებს მოაკითხა. მან დასძინა, რომ იმედოვნებს, რომ აქცია შედეგიანი იქნება.

“ნელ-ნელა მივდივართ დემოკრატიისკენ”,-განაცხადა დავით აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები