LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დროშას არ მოვხსნით” – კაფე მზიურის წინ სასულიერო პირები ლგბტ დროშას აპროტესტებენ

320
BeFunky-collage (2)

ამ წუთებში, კაფე “მზიურთან” სასულიერო პირები იმყოფებიან. ისინი კაფეში ჩამოკიდებულ ლგბტ დროშას აპროტესტებენ.

ამ ფაქტის ამსახველ ფოტოებს  “მზიურის” დამფუძნებელი ანა გოგუაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც ფოტოებიდან ირკვევა, სასულიერო პირებთან ერთად მოქალაქეებიც იმყოფებიან და მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერი გამოფინეს წარწერით: „მამათმავლობის დაკანონება და პროპაგანდა ერის გენოციდია“.

მანამდე, კაფე „მზიურის“ დამფუძნებელი ფეისბუქში წერდა, რომ მთელი დღის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები რამდენჯერმე შეეცადნენ ლგბტ დროშა ჩამოეხსნათ.

„1 საათიც არ იყო გასული რაც დროშა დავკიდეთ და პოლიცია მოვიდა. ზარი შემოვიდა, რა ხდება აქციას ხომ არ გეგმავთო… არაფერს არ ვაპირებთ, უბრალოდ ეს ყველას კაფეა და ყველას უფლებებს სცემს პატივს.

პატრულმა რამდენჯერმე ცადა მთელი დღე რომ მოგვეხსნა დროშა, ღამე მოგვიქსიეს მამაოები. დროშას არ მოვხსნი!“, – დაწერა ანა გოგუაძემ ფეისბუქში.

 

http://

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები