4 იანვარს, შ.ს.ს.-ს მაიორი, კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილები საკუთარ ბინაში იპოვეს. მისი მეგობარი, კახა სულუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ეს სწორედ ის პატრულია, რომელმაც 13 ივნისს ბავშვი გადაარჩინა და ის ხელით გამოიყვანა საშიში ადგილიდან.
კახა სულუაშვილი წერს:
„გახსოვთ, ის პატრულის ოფიცერი, ვერეს ღვარცოფად მოვარდნის დღეებში, გადარჩენილი პატარა ბავშვით ხელში რომ დააფიქსირეს კამერებმა და მთელი ინტერნეტი მოიარა…
გუშინ, გამთენიისას, შ.ს.ს – ს მაიორი, კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე გარდაცვლილები ნახეს საკუთარ ბინაში…
კიდევ ერთი ოჯახი იმსხვერპლა გაზის გაჟონვამ…
კახა ჩემი უახლოესი ძმაკაცია. კლასელი. მისი ქალიშვილის, ტყუპისცალის ნათლია ვარ. ღრმა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ…
მეტს ვეღარაფერს ვიტყვი ახლა, აზრებს თავს ვერ ვუყრი…
აცხონე უფალო, გევედრები…“