LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრულ-ინსპექტორმა მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა, მას ბრალი წარედგინა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

116
capture-2.png

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი გ.ი იქნა მხილებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.