LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრის ევრამ ქალაქში გაისეირნა და უსახლკაროებს საჭმელი ჩამოურიგა (ვიდეო)

27

პატრის ევრამ მარსელელ უსახლკაროებს საკვები დაურიგა.
ევრამ მარსელის ქუჩებში გასეირნება გადაწყვიტა და უსახლკარო ადამიანებს პაკეტები დაურიგა, რომლებშიც სხვადასხვა სახის პროდუქტები ელაგა.

ფეხბურთელმა ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. პატრისზე განსაკუთრებით იმან იმოქმედა, რომ ნახევარ საათში მან 12 უსახლკარო ადამიანი აღმოაჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი რიცხვი ქალაქში საკმაოდ დიდია.

36 წლის ფრანგი ”მარსელში” 2017 წლის ზამთარში გადავიდა. კარიერის საუკეთესო წლები მას ”მანჩესტერ იუნაიტედში” აქვს გატარებული.
მის ანგარიშზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული 81 მატჩია.

 

https://www.youtube.com/watch?v=YTThLaM3uhI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები