LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიოტული ჯიპი: რას აფასებენ ამერიკელები ყველაზე მეტად

53
fd3385e3affab8b86ecaba3e86e5033c

„ჯიპი“ ყველაზე პატრიოტული საავტომობილო ბრენდია.
საკონსულტაციო ფირმა Brand Keys-ს ანალიტიკოსები ატარებენ საინტერესო გამოკითხვას, რათა დაადგინონ თუ რომელ ბრენდებს თვლიან ამერიკელები ყველაზე პატრიოტულად. გამარჯვებული ყველგანმავლების მწარმოებელია. პრინციპში ისევე, როგორც წინა წლებში. უფრო ზუსტად, „ჯიპი“ რეიტინგის ლიდერი მისი დაარსების დღიდანაა. როგორც ჩანს, „ჯიპს“ ამერიკელები მართლაც ყველაზე მეტად აფასებენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეიტინგში არა მხოლოდ საავტომობილო ბრენდები, არამედ კომერციულ სექტორში არსებული ყველა კომპანია მოხვდა, დაწყებული სხვადასხვა ქსელებით და ონლაინ-სერვისებით დამთავრებული.
საავტომობილო ბრენდებისგან რეიტინგში დასახელდა ასევე „ფორდიც“ რომელმაც მეოთხე ადგილი დაიკავა და „ტესლა“ – 30–ე ადგილზე.

გამოკითხვაში 16-დან 65 წლამდე ადამიანები მონაწილეობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები