ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი არ დაუჭიროს.
“არის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურა, რომელსაც შესაძლოა მხარი დავუჭიროთ, თუმცა არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს არ დავუჭერთ. ვიცი, რომ ერთად უნდა ვუყაროთ კენჭი, თუმცა მხარდაჭერა შეიძლება განცხადებებით გამოიხატოს. საერთო გადაწყვეტილებაზე შევთანხდებით. არ გამოვრიცხავ, რომ მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.