LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას თუ მიიღებენ, პარტია სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს“:კახიანი

175
parliament-1

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ირმა ინაშვილის, ­გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და ცნობად მიიღო.

პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ 3 დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

კომიტეტის დასკვნა გადაწყვეტილების მისაღებად სესიაზე გავა.

ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განმარტა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რატომ განიხილეს „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

„ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც გველოდება, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდია. იმედი გვაქვს, რომ საკითხი საბოლოოდ გადაწყდება და კონკრეტულ შედეგს მივიღებთ, რაც იმაში აისახება, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტში შემოვა. ვიდრე ეს შეხვედრა არ იქნება, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ვუდგებით. ვისაც სია ჩახსნილი აქვს, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა იმას გამოიწვევს, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ. სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მაგრამ აუცილებლად მოხდება ეს საგაზაფხულო სესიაზე“, – განაცხადა კახიანმა.

„ქართული ოცნების” დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით, ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი არ შედგება, მმართველი გუნდი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს სიფრთხილით ეკიდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” დაფინანსებას მიიღებს, თუ პარტიის რომელიმე წევრი საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებს.

“თუ ამ პოლიტიკური პარტიის სიით წარდგენილი პარლამენტის წევრები საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ. ეს პარტიას მისცემს შესაძლებლობას, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაფინანსება მიიღოს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობა დაფინანსების საკითხს უკავშირებს იმას, კონკრეტული პარტიული სიის წევრები თუ მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პარტია შემდეგ დაფინანსებას მიიღებს. თუ მათი ერთი ნაწილი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვები შესაძლოა, განსხვავებულ პოზიციაზე იყვნენ,მათ კანონმდებლობით მაინც ეკუთვნით დაფინანსება”, – ამბობს კახიანი.

“არავის ვეკითხები, როგორ მოვიქცე” – ცნობილია, ვინ შედის ოპოზიციიდან პირველი პარლამენტში

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო

ინაშვილი: თუ შევა ამ პარლამენტში ბატონი ფრიდონი, პარტიის დატოვება მოუწევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები