LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიოტთა ალიანსის” მოწვევით თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატები ჩამოვლენ

109

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია საქართველოს ეწვევა, რათა ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებები გამართოს. თუმცა, მათი ვიზიტის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია  რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის, ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ის ამბობს, რომ  „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, რომლებიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდნენ, რუსი კოლეგები საქართველოში მოიწვიეს.

„ჩვენ აუცილებლად გავემგზავრებით თბილისში. რუსი პარლამენტარები, სულ მცირე, ათი წელი არ ყოფილან საქართველოში. ამგვარი კონტაქტები რიგი საკითხების გადასაჭრელად არის საჭირო. შეხვედრებზე განვიხილავთ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ეკონომიკას, შევეცდებით, სავიზო საკითხი გადავჭრათ. კარგია, რომ ეს ინიციატივა ორმხრივია,“ – განაცხადა კალაშნიკოვმა.