„პატრიოტთა ალიანსი“ ეგზიტპოლის შედეგებს არ აღიარებს. დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ეს იყო „ჩვეულებრივი ტესტი თუ როგორ შეეგუებიან სუბიექტები ამ შედეგებს“.
„არავითარ შემთხვევაში ამ შედეგებს არც მივიღებთ, არც დავეთანხმებით და პირველად ვამბობ, სიტყვას ვაძლევ ხელისუფლებას, თუ ეს შედეგები დატოვა, ხელისუფლება გადაჰყვება მას და ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, ვინც ამ შედეგებს გადავაყოლებთ“.