LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიოტიზმი მგონია ეს“ – ნახეთ 3 პატარა ქართველი, რომელიც ხევსურეთის სოფელს არ ტოვებს (ვიდეო)

5057
79212090-740305749810414-6351508722358943744-n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მთის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში, კიდევ ერთ ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც ლიქოკელების ოჯახზე გვიყვება.

პირაქეთა ხევსურეთის სოფელ ჭალისოფელში მხოლოდ ლიქოკელების ოჯახი ცხოვრობს და მამა-პაპის ადგილს არ ტოვებს. ოჯახის სამი წევრი სკოლის მოსწავლეა და ბარისახოს სკოლა-პანსიონში სწავლობენ.

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით პანსიონში რჩებიან, შაბათ-კვირას კი მშობლებს სხვადასხვა საქმიანობაში ეხმარებიან -მთაში საქონელს მწყემსავენ, თიბავენ, თივას აგროვებენ.

ბიჭების თქმით სოფელში სალოცავებია, რის გამოც მათ არ სურთ სოფლის დატოვება და სურთ მათი მოვლა. „აქ რომ მივატოვოთ უპატრონოდ დარჩება ყველაფერი და დაინგრევა“ – ამბობენ ბავშვები.

ოჯახის დიასახლისი კი ამბობს, რომ თბილისიდან სოფელში საცხოვრებლად 2004 წელს გადავიდნენ და ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს ყველაფერი, ცარიელ ქვაზე დასახლდნენ.

„მგონია, რომ სწორედ ეს არის პატრიოტიზმი, სწორედ ეს არის სამშობლოს სიყვარული“, – ამბობს ლიქოკელების ოჯახის დიასახლისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები