LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიკ დემპსი და მისი ცოლი მშობლები მეოთხედ გახდებიან

417

პატრიკ დემპსი და მისი ცოლი – ჯილიან ფინკი, რომლებიც ცოტა ხნის წინ დაშორებას აპირებდნენ, ახლა მეოთხე შვილის გაჩენას გეგმავენ. წყვილთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ მეოთხე შვილის გაჩენა მათ შორის ყველა უთანხმოებას დაასრულებს.

„ისეთი სასიამოვნოა, როცა საშინელი 1 წლის შემდეგ პატრიკი და ჯილიანი ერთად არიან… ახლა წყვილი გეგმავს, მეოთხე შვილი გააჩინონ, რაც შეიძლება მალე,“ – ამბობს წყარო.

გაყრის ინიციატორი ჯილიანი იყო, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო გადაწყვიტა, 15 წლიანი ქორწინება დაესრულებინა. წყვილმა საერთო სახლიც კი გაიტანა გასაყიდად. გასული წლის შემოდგომაზე ისინი პარიზში დააფიქსირეს ერთად, „გრეის ანატომიის“ გმირი ვნებიანად კოცნიდა ცოლს და პარიზის ქუჩებში ცეკვავდნენ კიდეც.

„მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ქორწინება გადაერჩინათ,“ – ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები