LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო

264
1577791526399901

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, მისი მეუღლე და შვილები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ავრცელებს.

„დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან და ახლობლებთან ერთად მიიღო“, – წერს მეუფე იაკობი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი და მოჭიდავეები.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

"ჩემთვის ძალიან ემოციურია, ვუყურებდე იმ ერთიანობას და ძალისხმევას, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოიჩინა ჩემი გათავისუფლებისთვის"

შეხვედრაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ყველასი მადლობელია, ვინც მის გათავისუფლებაში მიიღო მონაწილეობა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში 49 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები