LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის შემდეგ ყველაზე დიდი მოწონებით ამირან გამყრელიძე, შემდეგ კი გიორგი გახარია სარგებლობს – IRI-ს კვლევა

87
BeFunky-collage (57)

IRI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მეტის, 89%-ის კეთილგანწყობილებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს.

პატრიარქის შემდეგ ყველაზე მაღალი მოწონებით ამირან გამყრელიძე სარგებლობს – IRI-ს კვლევის მიხედვით მას მას მოსახლეობის 74%-ის მოწონება აქვს.

ამის შემდეგ მოდის გიორგი გახარია, რომელიც მოსახლეობის 63%-ს მოსწონს.

მონაცემები ასე გადანაწილდა:

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 89%

ამირან გამყრელიძე 74%

გიორგი გახარია 63%

კახა კალაძე 57%

დავით ბაქრაძე 53%

შალვა ნათელაშვილი 42%

ბიძინა ივანიშვილი 41%

გრიგოლ ვაშაძე 41%

გიორგი ვაშაძე 40%

დავით უსუფაშვილი 37%

ნიკა მელია 36%

ალეკო ელისაშვილი 34%

არჩილ თალაკვაძე 34%

გიგი უგულავა 32%

სალომე ზურაბიშვილი 32%

ირაკლი ოქრუაშვილი 30%

ირმა ინაშვილი 28%

მამუკა ხაზარაძე 27%

ნინო ბურჯანაძე 25%

ეკა ბესელია 17%

ბადრი ჯაფარიძე 14%

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 13%

ჩამოთვლითაგან 14%-ს არ გაუგია ბადრი ჯაფარიძის სახელი, 5%-ს ალეკო ელისაშვილის, ხოლო 4%-ს არჩილ თალაკვაძის.

ყველაზე დაბალი ნეგატიური რეიტინგი ილია II-ს შემდეგ აქვს ამირან გამყრელიძეს – 17%, გიორგი გახარიას 31% და კახა კალაძეს 37%, ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი კი ზურაბ ჯაფარიძეს – 72%.

კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუს სახით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები