LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან და ასაკიდან გამომდინარე, ყველა მსახურებაში ვერ მონაწილეობს“ – დეკანოზი იოანე გორელიშვილი 

194
ing

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა – ლოცვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა.

დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, პატრიარქმა ილია მეორემ მსახურებაში მონაწილეობა ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე ვერ შეძლო:

„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა.

სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, – თქვა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები