სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი აცხადებს, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
“პატრიარქს სასწრაფო დახმარება არ დასჭირდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – განუცხადა ცისანა შარტავამ „ინტერპრესნიუსს“.
როგორც ექიმი განმარტავს, „ცრუ ინფორმაცია არის. არ დასჭირვებია სასწრაფო. ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ნორმალურია, სტაბილური“.