პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა საქართველო დატოვა. ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით სოსო ოხანაშვილი რამდენიმე დღეა გერმანიაში იმყოფება.
პატრიარქის დაცვის უფროსი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, პროკურატურას ჩვენება მისცა. საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი ბრალდებული დეკანოზის თანამზრახველია, მისივე მტკიცებით სოსო ოხანაშვილისა და დაცვის სამსახურის სხვა წევრების მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და მათ წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას.
ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს იწყება.