LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი – ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტიურად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა.. აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის.. ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია

1427
patriarqi_w_h

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გურიაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტიურად შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა.

დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა.

აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია, მისი მკვიდრნი და სრულიად საქართველო”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები