LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი: „გილოცავთ მარიამობას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს!“

150
ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“. – აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის, დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები