არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში რადენიმე წუთის წინ შევიდნენ. შეხვედრა, როგორც მამა კახაბერმა განაცხადა, ბრალდებული დეკანოზის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით შედგა.
სასულიერო პირებთან შეხვედრამდე მამა გიორგი მამალაძე ადვოკატებმა მოინახულეს. მიხეილ რამიშვილის თქმით, დაელოდებიან, რა ინფორმაციას მიაწვდიან შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირები პატრიარქს და როგორი იქნება ამის შემდეგ პატრიარქის და საპატრიარქოს დამოკიდებულება მამა გიორგის საქმეზე.
„რაზე ისაუბრებენ, ეს დეკანოზმა უკეთ იცის და ალბათ, სასულიერო პირებსაც ექნებათ კითხვები. კარგია, რომ შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს და სიმართლე მივა პატრიარქამდე,“ – ამბობს რამიშვილი.