LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარკაციშვილის საქმეზე ბიძინა ივანიშვილს იმეილებს ვუგზავნიდი, ყველაფერი წესრიგშიათქო​ – ნიკა გვარამია

188

ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიულად 7 ნოემბერს იმედის დარბევას,- ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა.

ამასთან, გვარამიას თქმით, ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე მთავარ პროკურატურაში ის იყო პასუხისმგებელი პირი და როგორც გვარამია ამბობს, საქმის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს ელექტრონული ფოსტის საშუალებით აწვდიდა.

„სხვათა შორის, 7 ნოემბერზე რომ ხშირად ვსაუბრობთ და შეცდომები დაუშვა მაშინ ხელისუფლებამ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიულად 7 ნოემბრის ამბების ისე დასრულებას, იმედის დარბევას და ასე შემდეგ.

პატარკაციშვილის მიმართ ჩემი პოზიცია მაქვს და არასდროს არ შემეცვლება, მაგრამ პატარკაციშვილის უფრო დაცინვა, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოაცხადო გულშემატკივრად, არ წარმომიდგენია. მთავარი მოზიზღარი იყო მისი, არავინ ისე არ ეზიზღებოდა ბიძინა ივანიშვილს, იმაზე მეტად და არავისი ისე არ ეშინოდა, როგორც ბადრის. თუ ვინმე ფულის გადამხდელი იყო ბადრის მკვლელობაში, იყო ბიძინა ივანიშვილი.

მე ვმუშაობდი ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, პასუხისმგებელი პირი ვიყავი საქართველოს პროკურატურაში. მე ხომ ვიცი ვის ვუგზავნიდით პირველ იმეილებს, რომ დაწყნარდით, ყველაფერი წესრიგშია, ბატონო ბიძინა. ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მოითხოვდა დახვრეტას ბადრისი, მოკვლას, გადაშენებას და ასე შემდეგ,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები