LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარკაციშვილის ქვრივი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ჩამოქვეითდა – რამდენ გირვანქა სტერლინგს ფლობს ინა გუდავაძე

292
234450293_0_343_2641_1836_2072x0_60_0_0_c55c383e99115c291d93111c09c90979

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ჩამოქვეითდა. ბრიტანული The Sunday Times-ის შეფასებით, ბოლო ერთ წელიწადში მისი ქონება არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა ადგილი რეიტინგში და გუდავაძემ 63-დან 66-ე ადგილზე გადაინაცვლა. ინფორმაციას The Sunday Times-ზე დაყრდნობით FORBES.GE ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის ქონება 2.65 მილიარდი გირვანქა სტერლინგია.

შეგახსენებთ, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლიდან, ინა გუდავაძეს საქართველოსა და საზღვარგარეთ ქონების დაბრუნებისთვის არაერთი სასამართლო პროცესი დასჭირდა. კონკრეტულად რა აქტივებს ფლობს დღეს ინა გუდავაძე უცნობია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები