კანადაში პატარძალმა ქორწილი ჩაშალა და საქმროს დაშორდა მას შემდეგ, რაც სტუმრებმა ქორწილში დასასწრებად ფულის გადახდაზე უარი უთხრეს. გამოცემა Unilad-ის ინფორმაციით, ქალი თითო სტუმრისგან 1200 დოლარს ითხოვდა.
სიუზანმა შეყვარებულთან ერთად გრანდიოზული ქორწილის გადახდა ადგილობრივი ექსტრასენსის რჩევით გადაწყვიტა. დღესასწაულზე წყვილი დაახლოებით 60 ათასი დოლარის დახარჯვას აპირებდა. იმისათვის, რომ ხარჯები დაეფარა, პატარძალმა ყველა სტუმარს 1200-1200 დოლარის გადახდა მოსთხოვა, ეს თანხა ქორწილში სტუმრობის საფასური უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნათესავებისა და ოჯახის წევრების უმრავლესობამ ამ თხოვნაზე უარი განაცხადა.
ასეთი რეაქციის გამო ქალი ძალიან გაბრაზდა.
წყვილმა ქორწილი გააუქმა და მალევე დაშორდა კიდეც.