LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარძალმა იმ სტუმრების დაჯარიმება გადაწყვიტა, ვინც ქორწილში მისვლა ბოლო წუთს გადაიფიქრა

124
681119612

ავსტრალიელი პატარძალი ძალიან გაბრაზდა იმ სტუმრებზე ვინც ქორწილში არ მივიდა და მათი დასჯა გადაწყვიტა. ამის შესახებ New York Post წერს.

ქალმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჟურნალისტებს მოსალოდნელი ქორწილის შესახებ არსებული დილემები გაუმხილა. მომავალი დედოფალი დღესასწაულს რამდენიმე წელი გეგმავდა და სტუმრებს თარიღი ნახევარი წლის წინ გაუმხილა. მოსაწვევები მან ყველას იანვარში დაუგზავნა და გადაწყვეტილების მიღება ივლისამდე სთხოვა. ქორწილი მეზობელ შტატში იყო დაგეგმილი და თანხის გადახდის შემდეგ ფულის უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ქალს ათმა ადამიანმა მაინც მიწერა და შეატყობინა, რომ მისვლას ვერ შეძლებდა. მათი უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას ფინანსების არ ქონით ხსნიდა. პატარძალი გაცეცხლდა, რადგან ამ სტუმრებისთვის გადახდილ თანხას უბრალოდ კარგავდა. ბოლოს მან გადაწყვიტა დაეჯარიმებინა ყველა, ვინც დაუფიქრებლად მიიღო მიწვევა და ქორწილის წინ კი უარი განაცხადა.

პატარძლის გადაწყვეტილებამ ინტერნეტში ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები