LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა უფლისწული საფრანგეთში ყველაზე კარგია

46

France Football-მა მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი საფრანგეთის წლის ფეხბურთელად დაასახელა.
რონალდო და მესი ამ კონკურსში არ მონაწილეობდნენ.

ხმის მიცემისას მადრიდელთა ფრანგმა ლიდერმა პსჟ-ს ბლეზ მატიუიდის აჯობა და ამ პრემიის 59-ე გამარჯვებული გახდა.

საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გრიზმანი ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე მივიდა.

ანტუანი „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მესამე ადგილზე გავიდა და მხოლოდ არაამქვეყნიურ მესის და რონალდოს ჩამორჩა.

 

C0DF4OJXgAAajRo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები