რადიო ,,არ დაიდარდოს’’ რუბრიკას ,,მხიარული დილა’’ პროდიუსერი კახა მამულაშვილი სტუმრობდა.
კახა მამულაშვილი: ძალიან ბევრი ახალი ამბავი გვაქვს. იმედია, რომ წელს გვეღირსება ახალი წელი, რომ კონცერტები ჩავატაროთ. რამდენი დავიწყე ჩამოთვლა, იმდენჯერ ახალი რეგულაციები შემოვიდა და არც ვიცი ვთქვა თუ არა.. (იცინის).
სად და რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი?
პირველ რიგში, მთელი დეკემბერი საახალწლო გადაღებები გვაქვს. რაც შეეხება, ახალი წლის ღამეს საირმეში ვხვდებით. ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე, მაგდა ივანიშვილი და ბენდი. ბევრი ცვლილება და სიახლე გვაქვს. ბედობას ვხვდებით ,,კინოს სახლში’’ ძალიან მაგარი კონცერტით. 6 იანვარს ვართ, ბაკურიანში. 13, 14, 15 იანვარს კვარიათში. გამოდის, რომ პატარა ქართული ფესტივალივით გამოდის ,,ნონ სტოპთან’’ ერთად. რაც დავკარგეთ, მგონია რომ ამ ახალ წლებზე უნდა ავინაზღაუროთ.
ახალი სიმღერების შესახებ გვითხარი..
ამ თემებს სიურპრიზად დავტოვებ, მაგრამ გპირდებით, რომ 2022-ში თქვენ ეთერს ავავსებთ ახალი სიმღერებით.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ფოტოები