LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა პრინცმა ლუიმ, რომელსაც სახლში მავნე საკვებს უკრძალავენ, პიკნიკზე ჰამბურგერის დანახვისას თავი ვერ შეიკავა

224
პრინცი ლუი

მეფე ჩარლზის კორონაციის მეორე დღეს პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, შვილებთან ერთად, მოხალისეთა ბანაკში იმყოფებოდნენ. უელსის პრინცი და პრინცესა საქველმოქმედო ორგანიზაციის The Big Help Out ინიციატივაში ჩაერთნენ, რომელიც მოხალისეთა წახალისებას ისახავს მიზნად.

სპორტულ სამოსში გამოწყობილმა მონარქებმა თითქმის ყველა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. მათ სიამოვნებით მოსინჯეს ძალები სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ბოლოს, პიკნიკსაც დაესწრნენ. აქ ისევ ყურადღება მიიქცია პატარა პრინცმა ლუიმ, რომელიც მეფე ჩარლზის კორონაციის გმირიც იყო. ამჯერად პატარა პრინცმა, რომელსაც მავნე საკვებს მკაცრად უკრძალავენ, ჰამბურგერის დანახვისას თავი ვერ შეიკავა. ვიდეო, როგორ შეექცევა ხარბად პატარა ლუი ჰამბურგერს, დღეს ვირუსულად ვრცელდება.

ფოტო: ცელქი პრინცი ლუი ბაბუის კორონაციაზე ისევ ვერ დაამშვიდეს

პრინცი ლუის უცნაურ ქცევაზე სამეფო ოჯახი განმარტებას აკეთებს – ბევრი ტკბილეული მიირთვა  და გადაირია

დაუმორჩილებელი პრინცი ლუი დედას აბრაზებს – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები