LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა გოგონას დაუჯერებელი ისტორია, რომელიც 480 გრამი დაიბადა (ფოტოები)

171

დღეს ჩვენ პიკსი გრიფიტ გრანტის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც შერონ გრანტმა  ორსულობის 28-ე კვირის ვადაზე გააჩინა. ნაყოფმა ჯერ კიდევ დედის მუცელში ნაადრევად შეწყვიტა ზრდის პროცესი და ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვი საკეისრო კვეთის გზით ამოეყვანათ. როცა გოგონა დაიბადა, ის მხოლოდ 480 გრამს იწონიდა და წონას საათობრივად კარგავდა. ექიმები მისი გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ. მათ მიიღეს გადაწყვეტილება ის პოლიეთილენის პაკატებში მოეთავსებინათ, სხეულის ტემპერატურის შენარჩუნების მიზნით. ამ მდგომარეობაში პიკსი გრიფიტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შერონ გრანტი იხსენებს, რომ მისი შვილი ხელის გულზეც კი ეტეოდა და ზრდა მხოლოდ დაბადებიდან ორ თვეში დაიწყო. საერთო ჯამში ინკუბატორში მან სამი თვე გაატარა. სამშობიაროდნ გამოწერისას პიკსი უკვე   3,5 კილოგრამს იწონიდა. დღეს ის ეტაპობრივად იდგენს წონის ინდექსს და ექიმების მტკიცებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ჩვენ ის დაგვრჩენია 37 წლის შერონსა და მის უმშვენიერეს გოგონას ბედნიერება ვუსურვოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები