LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა დისშვილის ყვირილი ახლაც ყურში ჩამესმის, ღმერთო არ მინდა სიკვდილიო“.. – ტალახში ამოსვრილი ხელგაშლილი გოგონაც დავით ჯელაძის დისშვილია, 11 წლის ტასი

554
ლანა ჯელაძე

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ალბათ ვერასდროს დაივიწყებენ ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს ჩახედეს თვალებში. თითოეული ადამიანის ამბავი სულში ჩამწვდომია. მეწყერს გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ისაუბრა, თუ როგორ გადაარჩინა პატარა მაშო გალუაშვილი. თავდაპირველად საზოგადოებამ ის გაიცნო ფოტოთი, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოჰყავს მეწყერიდან მცირეწლოვანი დისშვილი, 3 წლის დათუჩა ზურგით. იმ პერიოდში მას მაშო უკვე გამოყვანილი ჰყავდა.

კიდევ ერთი მრავლისმეტყველი კადრი, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში, არის ტალახში მოსვრილი გოგონა ხელგაშლილი დგას და ისიც დავით ჯელაძის დისშვილია 11 წლის ტასი ქიმერიძე.

შოვში დატრიალებულ ტრაგედიას გადარჩენილი დავით ჯელაძის და,  ლანა ჯელაძე კლინიკიდან უკვე გამოწერეს.

ლანას ჟურნალი „გზა“ ესაუბრა, რომელმაც მომხდარის დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

„ის ადგილი, სადაც ცოტა ხნის წინ ვიყავით, საერთოდ გაქრა, მიწამ გადაფარა ყველაფერი.  წასასვლელი არსად იყო, უნდა შევვარდნილიყავით მეწყერში. მერე ვიბრძოლეთ გადარჩენისთვის. საშინელი პანიკა იყო.ჩემი პატარა დისშვილის ყვირილი ახლაც ჩამესმის, ღმერთო,არ მინდა სიკვდილიო, – ყვიროდა ბავშვი. გამოსაბალი არ ჩანდა, მაგრამ მაინც მივიწევდით წინ.გასაქცევი არსად იყომ ცუდად გავხდით, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.უნდა ვმდგარიყავით.ბავშვები ტოროდნენ,ჩემ დას გული მისდიოდა და ძლივს ვასულიერებდით. არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა.“ – იხსენებს ლანა ჯელაძე „გზასთან“ საუბარში.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.  ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანია დაღუპული. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუშაობა გაგრძელდებოდა ღამის განმავლობაში. ამ დრომდე ეძებენ 12 ადამიანს.

„მე და მაშო, ძალიან ბევრი მწერდით მაშოზე” – დავით ჯელაძე დისშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები